|
2018-10-17 21:12:25, 1391 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან
სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ვეტერანებს განუცხადა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია ამ ადამიანების წინაშე გამოსვლა. „ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს თავის სამხედრო ძალებს, არ არის ღირსი, მომავალი ჰქონდეს. მომავალი, დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენზე არის დამოკიდებული, თქვენს წარსულ ბრძოლებზე. ვიმედოვნებ, რომ არ დაგვჭირდება ახალი ბრძოლები. ეს ყველაფერი მაინც პრეზიდენტის ხელში იქნება და არ შეიძლება, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ძალიან კარგად იმის შეგნება, რას ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მისი მთლიანობის შენარჩუნება და აღდგენა. ეს, ჯერ კიდევ არის ჩვენი მიზანი, რომელიც ბოლომდე არ არის მიღწეული. მიზანი დარჩება იქამდე, სანამ ჩვენს მეხსიერებაში იქნება იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს სწორედ ამ ტერიტორიებისთვის. მე გავიზარდე ემიგრაციაში, საფრანგეთში, სადაც სხვა ვეტერანებს ვიცნობდი, მაგალითად შეფიცულებს, რომლებიც საქართველოს ხსოვნას ატარებდნენ. სამწუხაროდ, მათი ბრძოლა გამარჯვებით ვერ დასრულდა, მაგრამ ისინი მაინც რჩებოდნენ იმ იდეის მემკვიდრეები და ძალიან მაღლა ატარებდნენ საქართველოს იმდროინდელ სამფერიან დროშას, რომელიც ჩემთვის დარჩება ყოველთვის ამ დროშის გვერდით, რადგან ეს ორი არის განუყოფელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას წარმოადგენს ამ საუკუნეში. ეს არის ის ორი დროშა, რისთვისაც ღირს ამ ქვეყნის დაცვა და წარმოდგენა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, მსოფლიოში გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც სხვადასხვა ფორმით გვეხმარებიან. „მე ვიქნები ამ ქვეყნის წარმომადგენელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვიქნები თქვენი წარმომადგენელი. ამდენად, ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ, ალბათ, უნდა იყოს ავღანეთში, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს შვილები, გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც გვეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. თანასწორობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი, რაც უნდა ზოგჯერ ტრაგიკული იყოს და მე მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც დაიღუპნენ. ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ საზღვრებს გარეთ გავიტანოთ საქართველოს იდენტობა, კულტურა, ფასეულობები ჩვენც რომ გაგვიცნონ მსოფლიოში, ევროპაში, როგორც ის ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან თავი დაიხსნა, დამოუკიდებელი გახდა, რომელსაც სხვადასხვა ფორმის დახმარება სჭირდება. ასევე, ქვეყანა, რომელიც არის მათი თანასწორი და შეუძლია თანაბრად გამოვიდეს მსოფლიო არენაზე. ჩვენ გვაქვს ღირსეული და ძველი კულტურა და მსოფლიომ უნდა დააფასოს ეს. მე ვიქნები თქვენ გვერდით, თქვენ უნდა მითხრათ, თუ რა არის საჭირო, რომ მე ვიყო ღირსეული ვეტერანების პრეზიდენტი, ასევე, იმედი მაქვს, სრულიად საქართველოს პრეზიდენტი", – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვეტერანებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლებათ.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)