|
2015-06-10 12:34:15, 397 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 120 შშმ პირს და ხანდაზმულს სავარძელ-ეტლი გადასცა
„შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით“ პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სავარძელ-ეტლი 120 შშმ პირს და ხანდაზმულს გადასაცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პრორგამა 2015 წლის იანვარში ამოქმედდა და წლის განმავლობაში სავარძელ-ეტლს 200 ბენეფიციარი მიიღებს. უკვე მეორე წელია პროგრამა სოციალური ვაუჩერის მეშვებით ხორციელდება, რაც ბენეფიციარს მისთვის სასურველი ეტლის არჩევის საშუალებას აძლევს. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 60 000 ლარით, ხოლო ერთი ერთეული სავარძელ-ეტლის შესაძენად გათვალისწინებულია 300 ლარი. პროგრამის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს სავარძელ-ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო - საკონსულტაციო და ტექნიკურ მომსახურებას და საგარანტიო მოსახურებას ერთი წლის ვადით. 2014 წელს, სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სავარძელ-ეტლი 300 შშმ პირს და ხანდაზმულს გადასცა. პროგრამებში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ: - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს სავარძელ-ეტლის საჭიროება; - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია; - სავარძელ-ეტლის ღირებულების წინასწარი ანგარიშ-ფაქტურა; -შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)