|
2015-06-10 11:15:51, 474 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში ბულინგის თემაზე კინოჩვენება მოეწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში ბულინგის თემაზე მოზარდებისთვის კინოჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ოთარ შამათავას მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი „სუფთა დაფა“ (1981 წ). ღონისძიებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრო. ჩვენების შემდეგ გაიმართა მსჯელობა ბულინგის თემაზე, რომელსაც ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა უძღვებოდა. მან მოზარდებთან სასკოლო ცხოვრებისა და ზოგადად, ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრა. მათ შორის ბულინგის ფორმებზე, მის დამახასიათებელ ქცევებსა და ამ პროცესის მონაწილეთა როლებზე. „ფილმის ჩვენება და დისკუსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ის გახლდათ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ ჩატარებული ექვსთვიანი ტრენინგციკლის („ანტისოციალური ქცევის პრევენცია“) ბოლო აქტივობა. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მოზარდები, რომლებმაც ბულინგის პროცესის შესახებ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს და კონკრეტულ მაგალითებზე იმსჯელეს. მთავარი განსახილველი თემა კი იყო რა უწყობს ხელს სკოლებში ბულინგის გავრცელებას და როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. კინოჩვენებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. ცნობისთვის, ბულინგი არის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სასტიკი მოპყრობის და ურთიერთობის ხანგრძლივი პროცესი, ერთი ბავშვის ან ბავშვების ჯგუფის მიერ სხვა ბავშვის (ან ბავშვების ჯგუფის) მიმართ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ რამდენიმე ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)