|
2018-10-08 12:20:19, 1050 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის გამგეობა ვილნიუსის სკვერის სრულ რეაბილიტაციას მომავალი წლიდან დაიწყებს
მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოში ლიტვის საელჩოს წარმომდგენლებმა, ქალაქ ვილნიუსის მერიის დელეგაციას, რომელიც დედაქალაქს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეწვია, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს. შეხვედრას მთაწმინდის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძე, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ვილნიუსი მერის მოადგილე ედიტა ტამოსიუნაიტე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ. სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის შექმნილი კონცეფცია სტუმრებს პროექტის ავტორმა, ლიტველმა არქიტექტორმა რიტის ციკანავიჩიუსმა წარუდგინა. აღნიშნული პროექტი, რომლის განხორციელებას მთაწმინდის გამგეობა მომავალი წლიდან დაიწყებს, თბილისს ლიტვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 930 ათასი ლარი გამოიყოფა. ვილნიუსის სკვერი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიტვის კულტურულ სახეს ასახავს. სკვერში დეკორატიული შადრევანი მოეწყობა, სადაც „ვილნიუსის ანგელოზის“ ქანდაკება განთავსდება. შადრევნის მიმდებარედ კი დასასვენებელი სკამები და ლითონის პერგოლა დამონტაჟდება, რაზეც ხვიარე მცენარეები გაშენდება. სკვერის საფეხმავლო ბილიკები, პანდუსები და კიბეები გრანიტის ფილებით მოპირკეთდება. ტერიტორიის ნაწილი გაზონის ბალახით დაიფარება, ხოლო მწვანე ნარგავებთან დეკორატიული ღორღი და მულჩა დაიყრება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო მოედნების მოწყობას, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდება, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის. სკვერში განთავსებული დურბინდის მეშვეობით, ვიზიტორები „ვილნიუსის ქანდაკებას“ დაინახავენ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ლიტვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.
(NS)
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)