23:05 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 17:23:08, 2307 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენციაზე ჰაერის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ჰაერის კონვენციის ცნობადობის გაზრდის მიზნით,  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ყურადღება პრემიერ-მინისტრის ინიცირებული გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკა“ ფარგლებში, ჰაერის მონიტორინგის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ნინო თანდილაშვილმა ჰაერის დაცვის სწორი პოლიტიკის შემუშავებაში აქტიური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

„ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მნიშვნელოვანია ჰაერში ემისიის გაფრქვევების სტანდარტების დადგენა და საავტომობილო საწვავის შესაბამისი კვლევა“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 1999 წლიდან არის ჰაერის კონვენციის მხარე ქვეყანა, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს, ან შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად შეამციროს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება.

კონფერენციაში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორი მარკო კეინერი, სხვადასხვა სამინისტროს, ევროკავშირის დელეგაციის,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics