|
2015-06-09 13:12:14, 404 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი სახელმწიფო შესყიდვების ცოდნის გაზიარების მე-11 ფორუმს მასპინძლობს
ბათუმი სახელმწიფო შესყიდვების ცოდნის გაზიარების მე-11 საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიესალმა და აჭარის პოტენციალსა და ელექტრონული მართვის სისტემის დადებით შედეგებზე ისაუბრა. ფორუმს დაახლოებით 100 ადამიანი ესწრება. მათ შორის 50-მდე შესყიდვებზე პასუხისმგებელი მთავრობის წევრი 25 ქვეყნიდან (ალბანეთი, სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, ბოსნია, ბულგარეთი და ა.შ.). ფორუმს ასევე ესწრებიან აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. ფორუმი სამ დღეს გაგრძელდება. სპიკერები და ფორუმის მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რომელთა მეშვეობითაც დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ მათ გამოცდილებას ამ სფეროში და იმ სისტემებს, რომლებიც მათ ქვეყნებში წარმატებულად დაინერგა. ფორუმის მთავარი მიზანიც ეს არის: უზრუნველყოს მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო შესყიდვების დაწესებულებებისათვის და სხვა ზედამხედველობის, კონტროლის ფუნქციის მქონდე დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შესყიდვების ზედამხედველობასა და მონიტორინგზე. ასევე ფორუმის მიზანია მხარი დაუჭიროს რეგიონალურ თანამშრომლობას და დემოკრატიულ მმართველობას: მისცეს მონაწილეებს შესაძლებლობა გაიფართოვონ თავიანთი ქსელი ამ სფეროში და მიაღწიონ საერთაშორისო და ორმხრივ დონორთა აქტიურ ჩართულობას და მხარდაჭერას. “საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მიღწევაა შესყიდვების გამჭვირვალედ და თანამედროვე სისტემით წარმოება. ამ სისტემამ გამორიცხა კორუფციული გარიგებები და ხელი შეუწყო დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებას. აჭარა საქართველოს გამორჩეული და წარმატებული რეგიონია. აქ საუკეთესო ბიზნეს გარემოა ინვესტიციებისა და ახალი პროექტების განსახორციელებლად. ელექტრონული ტენდერები უცხოელ ინვესტორებს უადვილებს შესყიდვების პროცესში ჩართვას. სწორედ მსგავსი სისტემები უზრუნველყოფენ საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესებისთვის მოსახერხებელ გარემოს და რეგიონის ეკონომიკური ზრდის ინდექსი ყოველ წელს მატულობს”, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)