21:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 20:57:34, 2598 ნახვა

სამართალი
ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს.

ამის შესახებ ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ, ვუჩივლოთ ზაზა ოქუაშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის. ასევე მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას“, - აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბანკიდან თანხის გამოტანის ეპიზოდს, ხაჭაპურიძის თქმით, ზაზა ოქუაშვილმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, როდესაც თქვა, რომ თანხის გატანა ერთჯერადად მოხდა.

„ბანკიდან სამჯერ მოხდა თანხის გატანა, სხვადასხვა დღეს. რა მოცემულობაც ბატონმა ლევანმა წარმოადგინა, არის ის, რომ ჩანაწერების ნაწილი ერთობლივად იქნა შექმნილი. ის ნაწილიც, რომელიც ერთობლივად იქნა შექმნილი, დამონტაჟებულია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ მის ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ყიფიანის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics