15:04 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 14:03:34, 2270 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: PostEurop-ის სხდომის თბილისში ჩატარება არის შედეგი, რომელსაც საქართველომ საფოსტო მომსახურების სფეროში მიაღწი

„საქართველო დაინტერესებულია საფოსტო მომსახურეობის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებით, რადგან ჩვენთანაც საკმაოდ დიდი ტემპებით ვითარდება ელექტრონული ვაჭრობა და უნდა ვიყოთ ამ დარგის მოწინავე პოზიციაზე" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ  თბილისში  PostEurop-ის  34-ე პლენარული სხდომის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც „საქართველოს ფოსტა" მასპინძლობს. პლენარულ სხდომას 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერები ესწრებიან.

 ფორუმის ფარგლებში, 2-4 ოქტომბერს, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის" მხარდაჭერით თბილისში ასევე იმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი," სადაც ევროპის სხვადასხვა კომპანიები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებს, პროექტებს და ხედვებს. მიმდინარე წელს, PostEurop ბიზნეს ინოვაციის ფორუმმა ყველაზე საინტერესო საფოსტო სტარტაპებს მოუყარა თავი. მათ შორის  წარდგენილნი არიან წარმატებული  კომპანიები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: ინტერნეტ ინდუსტრიის, ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციასა და ციფრული რეკლამის სფეროებიდან.

 როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ რანგის ფორუმის ჩატარება საქართველოსთვის დიდი პატივია. „დღესდღეობით, საფოსტო ოპერატორები და ეკონომიკის ეს სექტორი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ელექტრონული ვაჭრობა  ძალიან პოპულარული ხდება და ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან  ადგილს იკავებს. ელექტრონულ ვაჭრობას უნდა მოემსახუროს საფოსტო ოპერატორი - მიუტანოს შემკვეთს შეძენილი ნივთი, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინია,  თუ რა ინოვაციებს წარმოადგნენ საფოსტო ოპერატორები და როგორ მიაღწევენ კიდევ უფრო მაღალ მომსახურების სტანდარტებს" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 მინისტრმა „საქართველოს ფოსტის" საქმიანობა დადებითად შეაფასა. „მე შევისწავლე  მათი მუშაობის სტანდარტები და ძალიან შთამბეჭდავია შედეგები, რომლებსაც ჩვენმა ფოსტამ მიაღწია ხარისხით თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს,  მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაინახა და ამიტომ შეიკრიბნენ დღეს ჩვენთან, რომ ჩვენგან რაღაც ისწავლონ და ჩვენც ვისწავლოთ მათგან", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics