|
2018-10-01 18:48:50, 1488 ნახვა
საზოგადოება
საქართველომ კანადას „OGP“-ის თავმჯდომარეობა გადააბარა
საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ („OGP“) თავმჯდომარეობა კანადას გადააბარა. კანადა „OGP“-ის პლატფორმას 1 წლით უხელმძღვანელებს, სამოქალაქო სექტორის მხრიდან თანათავმჯდომარე კი ნათანიელ ჰელერი იქნება, რომელიც ორგანიზაცია „Integrated Strategies, Results for Development”-ის ვიცე-პრეზიდენტია. ჩვენმა ქვეყანამ „OGP“-ის 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარეობა 2017 წელს ერთი წლის ვადით საფრანგეთისაგან გადმოიბარა. წელს საქართველო 17-19 ივლისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობას ხელმძღვანელობდა. საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგითი წევრი იყო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად კი, თავის ისტორიაში პირველად გახდა 76 სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. ცნობისთვის: 2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს - აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენი ქვეყანა იუსტიციის მინისტრმა წარადგინა; „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა. 2015 წლის 3 ივნისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა. 2016 წელს საქართველო საფრანგეთთან ერთად „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 2017 წელს კი, საქართველომ საფრანგეთისგან პლატფორმის თავმჯდომარეობა გადმოიბარა. „OGP”-ის საქართველო მუკელანი დიმბასთან (Head of Development, International School for Transparency) ერთად თანათავმჯდომარეობდა. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც „OGP“-ის შეუერთდა.
(NS)
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)