20:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 17:05:13, 2547 ნახვა

სამართალი
ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ ცნო,- ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ.კ.-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის დედას მ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, თავის არეში ხელის დარტყმით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

"სამართალდამცველებმა ვ.კ. 2018 წლის 21 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics