|
2015-06-08 17:37:39, 403 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა GIPA-ში საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა GIPA-ში საჯარო ლექცია წაიკითხა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა, ერთი საათის განმავლობაში, საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ძირითადი აქცენტები საქართველოს პრეზიდენტმა იმ პერსპექტივაზე გააკეთა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით აქვს. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპულ არჩევანზე საუბრისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება: „საქართველოს ევროპული არჩევანი მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და არა მხოლოდ თეორიულად ან სტრატეგიულად, არამედ რეალურად წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს, პოლიტიკური ელიტის, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების წარმმართველ ვექტორს. ჩვენი ქვეყნის მიერ დეკლარირებულია, რომ ჩვენ მივდივართ და ნაბიჯებს ვდგამთ სწორედ ამ მიმართულებით. ნათელია, რომ საქართველოსთვის მოცემული შესაძლებლობები, ჩვენი განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა. ევროპის პოლიტიკურ ოჯახთან თანაარსებობა, ეს დემოკრატიული სახელმწიფოების ფორმატში არსებობაა. ევროპისკენ ორიენტაცია ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ სახელმწიფოთა ისეთი გაერთიანების ნაწილი, სადაც ერთდროულად დაცულია ბევრის ინტერესი, მაგრამ იმავდროულად ცალკეულ სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ თავისი თვითმყოფადობა“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. კითხვა-პასუხის დროს ასევე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ლექციის დასრულების შემდეგ შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძლედა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)