17:46 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:18:03, 1272 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

„25 წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენი თაობის და ჩვენი ქვეყნის ვალია ეს აღთქმული მიწა დავიბრუნოთ," - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მან სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პატივი მიაგო  ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

ბათუმის გმირთა ხეივანში სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავას მემორიალი, რომელიც 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გმირულად დაიღუპა.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით აჭარის მთავრობა ცენტრალურ დარგობრივ სამინისტროებთან ერთად, მაქსიმუმს აკეთებს.

„ჩვენ დავიწყეთ განხილვა 164 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის თაობაზე. ეს პროცესი გაგრძელდება და მივა იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც მათ საჭიროებებს საბოლოოდ დააკმაყოფილებს,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics