|
2018-09-26 20:21:41, 1679 ნახვა
საზოგადოება
„შვილმოკლული მამების აქცია ხდება პოლიტიკური“ - აქციის ორგანიზატორები პარტიებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შეურთდნენ. როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა და "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოებაში შეიქმნას განცდა, თითქოს შვილმოკლული მამების აქცია პოლიტიკურია. მისივე ინფორმაციით, სუს-ს გამზადებული აქვს ჩანაწერები, სადაც სარალიძე პოლიტიკოსებს ელაპარაკება. კილაძემ დასძინა, რომ ხელისუფლებას ამ ჩანაწერბს სარალიძის წინააღმდეგ გამოყენება სურს. "გუშინ მთელმა საქართველომ ნახა პარლამენტის უმწიფარი თავმჯდომარის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე პარლამენტის წინ მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია და აქ მხოლოდ ათიოდე კაცი გროვდება. მეთექვსმეტე დღეა მიმდინარეობს სრულიად აპოლიტიკური აქცია შვილმოკლული მამების, რომლებიც ითხოვენ სამართალს. მე დღეს, აქციის დაწყებამდე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სუს-ს გამზადებული აქვს ჩანაწერები - ზაზა სარალიძის საუბრები პოლიტიკოსებთან და ამ ჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში გაშვება იგეგმება ხვალ. მე მინდა თქვენც მოგმართოთ მოდულის შენობაში და იმ ადამიანებსაც, ვინც დაამონტაჟეთ და მოამზადეთ ეს ჩანაწერები, ამ ჩანაწერების გამოქვეყნება უბრალოდ აღარ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ დღეს მიღებულია გადაწყვეტილება და მაქვს უფლებამოსილება შვილმოკლული მამების და საორგანიზაციო ჯგუფის სახელით გავაკეთო განცხადება. ამ წუთიდან, საქართველოს პარლამენტის წინ, ვუხმობთ და ვთხოვთ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, შემოუერთდნენ შვილმოკლული მამების აქციას. აქცია ამ წუთიდან იქნება სწორედ პოლიტიკური და აღარ დარჩება სპეკულაციის საგანი ხელისუფლებას. ხელისუფლების სურვილი იყო ცილისწამების ის ტალღა, რომ ეს აქცია იყო პოლიტიკური და პარტიების მიერ მართული აქცია. ველოდებით ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, მათ მხარდამჭერებს იმისათვის, რომ ეს აქცია გახდეს პოლიტიკური. ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ და შვილმოკლულ მამებს სამართალი ვაპოვნინოთ. ასევე მოვუწოდებ საპარლამენტო პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა. სირცხვილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყოს ირაკლი კობახიძე. სიძულვილით, ზიზღით სავსე ადამიანი, რომელსაც არ მოეძებნა თანაგრძნობის არც ერთი სიტყვა შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს ველოდებით და ვთხოვთ ყველა პარტიის აქტივისტს, მოვიდეს და შეუერთდეს ამ აქციას. ჩვენ 16 დღის განმავლობაში ცხადად დავანახეთ ყველას იმ ადამიანების სახეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ თუ აქცია პოლიტიკური არ იქნებოდა, ისინი მოვიდოდნენ. იმედი მაქვს პოლიტიკური პარტიები ამ მოწვევას მიიღებენ. დღეიდან შვილმოკლული მამების აქცია ხდება პოლიტიკური", - განაცხადა ელისო კილაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)