|
2018-09-26 11:13:41, 794 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მოადგილეს გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულება დაავალა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, უზნაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები პირველი აგვისტოდან შეჩერებულია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „ქალაქში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა უკვე პირველი აგვისტოდან გადათხრილი და მიტოვებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დაიბაროს და შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს, რადგან ეს დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. „ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება. იქვე არის სკოლა, სწავლა დაწყებულია და ბავშვებისთვის გადაადგილების ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ ეს პროექტი“, - მიმართა თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს. კახა კალაძე ასევე, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, ინტერნეტის ქსელის დაზიანების ფაქტსაც გამოეხმაურა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენის ინიციატივით გამოვიდა. „კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, შეიქმნა პრობლემა - დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ არსებობს მიწისქვეშა თბილისის არანაირი გეგმა. საჭიროა, დაიბაროთ ყველა ის კომპანია, ვისაც მიწისქვეშ კომუნიკაციები აქვს, რათა გაკეთდეს მიწისქვეშა ქსელების რუკა და კონტრაქტორმა, ვინც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუშაობს, იცოდეს, თუ როგორ წარმართოს ეს სამუშაოები. ამ გეგმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმეს ყველას გაუადვილებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თავის მხრივ, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გზების რეაბილიტაციაზეა საუბარი, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული შეცვლაც იგულისხმება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენაზე მუშაობა კი, დაუყოვნებლივ დაიწყება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან, სამწუხაროდ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ მესაკუთრეს არ აქვს ინფორმაცია თავისი ქსელის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ, დღეიდანვე დავიწყებთ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში მოვახდენთ ქსელების სრულ აღწერას. აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარებული იქნება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)