|
2014-12-31 16:50:20, 3306 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის ინიციატივით თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, 31 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამინისტროს თანამშრომლების ოჯახის წევრებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა. ზეიმზე ბავშვებს „ბასტი-ბუბუს“ წარმოდგენა „ბურატინო“ აჩვენეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სცენაზე საპატრულო მოტოციკლეტი გაიყვანეს და ბავშვებს დაათვალიერებინეს. საახალწლო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ, ღონისძიებაზე დამსწრე 6700 ბავშვს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს წარმომადგენლებმა „ბასტი-ბუბუს“ მსახიობ ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)