|
2015-06-08 13:47:42, 457 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროექტი „პატიმართა წერილები მომავალს“ დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროექტი „პატიმართა წერილები მომავალს“ დაიწყო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენცია და კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, მოზარდებში კრიმინალური სუბკულტურით ინსპირირებული რომანტიკის გაქარწყლება, მსჯავრდებულთათვის თვითრეაბილიტაცია - რესოციალიზაციის ხელშეწყობა. პროექტში მონაწილე ადამიანების უმეტესობა უშუალოდ არის საკუთარი კრიმინალური აზროვნების მსხვერპლი, შესაბამისად, მათ ყველაზე მძაფრად და ნათლად შეუძლიათ აუხსნან მომავალ თაობას, რას წარმოადგენს რეალურად გისოსებსმიღმა სამყარო. მსჯავრდებულები შვილებისთვის გაგზავნილ წერილებში ღიად საუბრობენ საკუთარ შეცდომებზე, პატიებას სთხოვენ მათ და მოუწოდებენ მაქსიმალურად ერიდონ კრიმინალურ სამყაროს. „ჩვენი უწყების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი დანაშაულის პრევენციაა და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ სასჯელის აღსრულების, არამედ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის გზით. შვილები, მომავალი თაობა ის სუფთა ძაფია, რომელიც ამ ადამიანებს გარე სამყაროსთან აკავშირებთ და ეს ძაფი მათივე წარმატებული რეაბილიტაციისთვის მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ. ამასთან, მოცემული წერილები ყველაზე ხელშესახები მაგალითებია იმისა, რომ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურა არის დიდი, მანკიერი ილუზია, რომელიც გართმევს ყველაზე ძვირფასს-თავისუფლებას, საყვარელ ადამიანებს. მე მინდა, რომ პატიმართა ეს ერთგვარი აღსარება წაიკითხონ მოზარდებმაც და თუ ისინი ცხოვრებაში მსგავსი გამოწვევების წინაშე დადგებიან, გაახსენდეთ მსჯავრდებულთა მონათხრობი-შეცდომებით დანგრეული ცხოვრება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ იგივე არასდროს გააკეთონ.“ - მიიჩნევს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. წერილები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მოიყრის თავს. საგანგებოდ მოწვეული საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ფსიქოლოგი, საუკეთესო წერილებს შეარჩევენ. ყველაზე გულწრფელი წერილებისგან წიგნი აიკინძება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თეატრალური წარმოდგენაც იგეგმება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)