16:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 14:10:33, 2106 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებას ეხმაურება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყება იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება უმოკლეს დროში დაადგენს ჭეშმარიტებას. 

"სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომ საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ზომებს მიმართავს მის აღმოსაფხვრელად. დღეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაეყენა სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე არაეფექტურ სისტემურ რეაგირებაში. დიდი იმედი გვაქვს, გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია. 
რაც შეეხება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს გია თავლავაძეს, ის ამ ეტაპზე ბრალდებულია და საბოლოო განაჩენს უკვე სასამართლო დაადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, გია თვალავაძე დააკავა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics