15:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 15:26:20, 2105 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი ბოკერიას: კარგად დამაკვირდით, ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული

„კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული, გააგრძელეთ ეს კანკალი, იმიტომ რომ 280 000-ზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენზე საქმის აღძვრის და დაპატიმრების მოთხოვნით“, - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას.

ინაშვილმა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამო, მმართველი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კომისიის უმრავლესობაში „დანაშაულში ეჭვმიტანილი და მხილებული პირები“ იყვნენ.

„მორალურ პასუხისმგებლობას “ქართული ოცნება“ გრძნობს იმაზე, რაც დღეს ხდება? მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა თქვენ იმის გამო, რომ ეს კომისია ჩააბარეთ არა ერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ პირდაპირ მხილებულ ადამიანებს? მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი, უნდა ჰქონდეს მას თუ არა ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება? იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით, რომ მიყურებს აქ. კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული, გააგრძელეთ ეს კანკალი, იმიტომ რომ 280 000-ზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენზე საქმის აღძვრის, გამოძიების დაწყების და დაპატიმრების მოთხოვნით, სულ ტყუილად იღიმებით. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ეს ყველაფერი მარაზმამდე რომ მიდის ვერ ხვდებით ? კომისიის შექმნისას დაარღვიეთ რეგლამენტი, იმიტომ რომ მეტი წევრი გვეკუთვნოდა ამ კომისიაში, მაგრამ თქვენი კვოტები აჩუქეთ „ევროპულ საქართველოს“. ასეთი კომისია რომ იქმნება, მორალური უფლება უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც კომისიის უმრავლესობაშია, რომ გამოძიება წაიყვანოს. სამარცხვინო მდგომარეობაა დღეს პარლამენტში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics