|
2018-09-21 10:50:30, 2000 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ ჯიშკარიანის საქმეზე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა დაადგინა
2018 წლის 20 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხებოდა 2005 წელს მომჩივან - მარიამ ჯიშკარიანის მიერ ცილისწამების შესახებ სამართალწარმოების დაწყებას იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის კონსტანტინე კემულარიას წინააღმდეგ. მინისტრი მას ტელევიზიითა და ბეჭდური მედიის საშუალებით ადანაშაულებდა თანხის სანაცვლოდ პატიმრებისთვის სამედიცინო დასკვნების შედგენაში. ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა ცილისწამების საქმესთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებას, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შესაბამისად. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენცია არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ პირს დაევალოს დანაშაულებრივი ქცევის შესახებ მძიმე ბრალდებების თმენა თანამდებობის პირის მხრიდან, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს მინისტრის გამოხატვის თავისუფლებასა და მომჩივნის რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 1 500 ევროს გადახდა - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 1 833 ევროს გადახდა ხარჯების ანაზღაურების სახით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)