14:07 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 11:49:56, 572 ნახვა

საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში საბაზისო კვლევა მიმდინარეობს

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში,   მიწის ნაკვეთების მფლობელი ან ნაკვეთებით მოსარგებლე ოჯახების საბაზისო გამოკვლევა  მიმდინარეობს.

კვლევის ფარგლებში 12 საპილოტო არეალიდან ოთხში:  კარალეთში, ვედიდკარში, შუახევსა და ზარიძეებში 800-მდე ოჯახი გამოიკითხება. კვლევა, რომელსაც კომპანია „ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი „ეისითი" (ACT) ახორციელებს, მიწის რეგისტრაციის  რეფორმის მნიშვნელობისა და შედეგების  შეფასებას ემსახურება.

კვლევის ფარგლებში საოჯახო მეურნეობების წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად შეგროვდება ინფორმაცია მათ მიერ მიწაზე განხორციელებული ტრანზაქციების  (ყიდვა, გაყიდვა, იპოთეკა, იჯარა), მიწათსარგებლობის ტიპების,  განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ამასთანავე, მოხდება რეგისტრაციისას საოჯახო მეურნეობების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება,  სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ მოსახლეობის სანდოობის ხარისხის, ასევე გამოკითხულთა შორის მიწაზე საკუთრების უფლების მნიშვნელობის განსაზღვრა.

გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას სახელმწიფო  მიწის მართვის პოლიტიკის დაგეგმვისა და რეგისტრაციების უკეთ განსახორციელებლად გამოიყენებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

მიწის სიტემური რეგისტრაციიის საპილოტო პროექტი საბაზისო კვლევაში მონაწილე ყველა რესპონდენტს მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics