|
2015-06-07 10:35:25, 397 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს შიდა ქართლის 12 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონის 12 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ეწვივნენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. მოსწავლეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფში სტუმრობის სურვილი შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძესთან გორში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვეს და ამ თხოვნით არჩილ თალაკვაძეს მიმართეს. მისი ინიციატივით და სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ მხარდაჭერით, შიდა ქართლის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები სწორედ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს ესტუმრნენ. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურის უფროსმა ზვიად ნიჟარაძემ უმასპინძლა. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. მოზარდებმა კინოლოგიის სამსახური დაათვალიერეს, გაეცნენ კვალის და სუნის აღების საშუალებებს, დაესწრნენ თითის ანაბეჭდების აღების პროცედურას, მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის და გამოძიების სიმულაციურ თამაშში. ღონისძიების მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)