15:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 16:14:25, 2242 ნახვა

კომენტარი
აკაკი ზოიძე: არც ნარკოტიკების წარმოებას ვაპირებთ და არც გაყიდვას

„ძალიან მკაფიო მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ“, - ამის შესახებ  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მარიხუანის წარმოება-ექსპორტი ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, შეიქმნა ნეგატიური განწყობა საზოგადოებაში მთლიანად. ეკლესიის განწყობებიც ასევე, გამოხატავს უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენ დრო დავხარჯოთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ თუ რამე კითხვებია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე გაეცეს დამაკმაყოფილებელი, ამომწურავი პასუხი. რაც მთავარია, ძალიან მკაფიო მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ, ეს არის მთავარი გზავნილი. თეორიული მსჯელობები იმის თაობაზე თუ რა მოხდება, ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ამ დისკუსიაში, რომელმაც შეიძლება ქვეყანას ან ზიანი მოუტანოს, ან დიდი სარგებელი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს ისე, მთლიანად ქვეყანას. მაგრამ ამაში ყველა ერთად უნდა დავრწმუნდეთ,  წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი კანონი იქნება დღენაკლული, რომელიც საზოგადების ინტერესებს საწინააღმდეგოდ იქნება მიღებული“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics