|
2018-09-14 16:26:57, 1790 ნახვა
საზოგადოება
„30 ვერცხლი ქვეყნის ღალატისთვის“ - სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო
#ნუყიდისაქართველოს - ამ ლოზუნგით სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. მოქალაქეები ზურაბიშვილის ანგარიშზე სიმბოლურად 30 თეთრს ( 30 ვერცხლს) ურიცხავენ. თანხის გადარიცხვის შემდეგ ისინი ქვითრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. ამ ფორმით საზოგადოება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ზურაბიშვილის დამოკიდებულებას აპროტესტებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ფლეშმობის ერთ-ერთი მონაწილეა. "სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა გამოუსწორებლად დამაზიანებელი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესისთვის. ეს ჩემგან, სიმბოლური 30 ვერცხლი (თეთრი) მის კამპანიას და #ნუყიდისაქართველოს", - წერს მშვენიერაძე. ბოლო დღეების განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა გადაცემაში აგვისტოს ომზე საუბრისას შემდეგი შინაარსის კომენტარები გააჟღერა: "დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია და მეორე დღეს, როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა"; "საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ"; "მეზობელი აფხაზეთი".
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)