|
2018-09-14 16:18:57, 1239 ნახვა
საზოგადოება
გორში მიმდინარე აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ
გორის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე შეუერთდნენ. ისინი გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის მამას, მერაბ მერებაშვილს სოლიდარობას უცხადებენ. „აბსოლუტურად სოლიდარობას ვუცხადებთ, ბატონ მერაბს, ჩვენ დასაკარგი არაფერი დაგვრჩა, ჩვენი სიამაყეები მიწაში ლპებიან და ჩვენ მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ ისინი(ხელისუფების წარმომდგენლები) არ დალპებიან, არ ეგონოთ, რომ რომელიმე წავიქცევით. ჩვენ ყველაფერს ვითხოვთ მშვიდობიანად, ჩვენ კანონს არასდროს არ გადავალთ, კანონს თვითონ გადადიან და კიდევ გადავლენ ბევრს, თუ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. მაჩალიკაშვილის განმარტებით, მათი მხარდამჭერები გაერთიანდებიან და ობიექტური გამოძიებას მოითხოვენ. „სადაც გამწარებული ხალხი დგას საქართველოში, ყველგან დავრჩები მე. ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ძალებს. არამარტო გორი, არამედ მთლიანი საქართველო, მე მაქვს ამის იმედი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ამასთან, აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მივიდა, რის შემდეგაც მას და ზაზა სარალიძის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დავით რაზმაძემ, თბილისიდან ჩამოსულ პირებს „პოლიტიკურად მართული“ უწოდა. გარდა ამისა, მერაბ მერებაშვილი და აქციის მონაწილეები გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.: „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)