|
2018-09-14 13:31:52, 794 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს
ბათუმში ბიზნესფორუმი "საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა" გაიმართა. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. სტუმრებს ასევე მიესალმა აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა აჭარის რეგიონით დაინტერესებისთვის. თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ფორუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება ერთგვარი პლატფორმაა ორი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად და ახალი ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. მისი თქმით, სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, ისევე როგორც მოქნილი საგადასახადო სისტემა, ქმნის ძალიან მიმზიდველ ატმოსფეროს რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ბიზნესფორუმს ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი, ოფიციალური დელეგაციის წევრები, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე 25 კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეები, სპეციალური პრეზენტაციებით, აჭარისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საინვესტიციო და ტურისტული კუთხით არსებულ პოტენციალს გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ფორუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნესფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)