2018-09-10 10:41:48, 1061 ნახვა
სამართალი
თურქეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს
თურქეთში, დაბა ქემალფაშას მიდამოებში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
როგორც ცნობილია, 28 წლის მამაკაცის ცხედარი წყლიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ახლაგაზრდა თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდა. მან ავტოსადგომზე ავტომობილი გააჩერა და ზღვაში შევიდა, რამდენიმე წუთში კი მისი კვალი გაქრა.
ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე საკონსულოს წარმომადგენლები.
საკონსულოს ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეს საქართველოში გადმოასვენებენ.
„7 საათიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დაახლოებით 8 საათსა და 15 წუთზე საქართველოს მოქალაქის ცხედარი ნაპოვნი იქნა, ამჟამად ტარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და მისი ცხედარი გადასვენებული იქნება სამშობლოში“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაპზონში, ავთანდილ მიქაცაძემ.
ავტორი: ,