11:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 16:41:12, 1340 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ

„მაქსიმალურად ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ და არამარტო მკვლელებს“ , - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სარალიძე 10 სექტემბერს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს და აცხადებს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი უნდა დასრულდეს.

„ფაქტია, ძალიან ბევრი რამე გამოვლინდა ამ კომისიაზე. ვინ რა დარღვევა ჩაიდინა გამოძიების მსვლელობის დროს, ვინ არის პასუხისგებაში მისაცემი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა პროკურატურამ, მაგრამ  შეგნებულად, მიზანმიმართულად გააყალბა ყველაფერი. არანაირ ეჭვებზე არ არის საუბარი, აქ არის იმაზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ და არამარტო მკვლელებს. ვინც კი ჩაიდინა დანაშაული, უნდათ, გააპრავონ ის გამომძიებლები, ის პროკურორები, გენპროკურორი და ა.შ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმის წინააღმდეგ, რომ შერჩევითი სამართალი ერთხელ და სამუდამოდ დასამარდეს ამ ქვეყანაში და ვიღაც პროკურორის შვილები და ნათესავები, გენპროკურორის ჩართულობით, ჩვენ შვილებს არ უნდა გვიკლავდნენ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics