|
2018-09-03 14:02:15, 877 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასმა 2018 წლის II კვარტალში 1150 ლარი შეადგინა
2018 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4,0 პროცენტით აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41,0 პროცენტი ქალია, ხოლო 59,0 პროცენტი - კაცია. მათივე ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო და რჩენილი 41,2% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 621,4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2159,8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,2 პროცენტით მეტი). „2018 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1150,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 43,5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 872,8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 56,5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1210,3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1303,2 ლარი, მცირე ბიზნესი – 996,3 ლარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)