03:44 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 12:54:11, 808 ნახვა

საზოგადოება
დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის მეწილე გახდა

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი მფლობელი გახდა.

კერძოდ, დეპუტატის შვილმა შპს „ტელეკომპანია საქართველოს" 50%-იანი წილი ძმები ყარამანიშვილებისგან შეიძინა. ამასთან, მან რ2-ის კაპიტალში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს დათქმული გრაფიკით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყარამანიშილებთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდება.

ცნობისთვის, სწორედ „ტელეკომპანია საქართველო" „რუსთავი 2-ის" საკონტროლო, 51%-იან წილს ფლობს. 

„რუსთავი 2-ის" წილები ასეა გადანაწილებული: ლევან ყარამანიშვილი 22%; გიორგი ყარამანიშვილი 18%; შპს „ტელეკომპანია საქართველო" 51%; ნინო ნიჟარაძე 9%.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics