02:25 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 00:35:15, 1309 ნახვა

საზოგადოება
გურამ კაშია: ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ვნანობ

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ინსტაგრამის "სთორიზში" წერს, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. 

“მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მიყვარს ჩვენი კულტურა. მე ნამდვილად რელიგიური ადამიანი ვარ. ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე ვარ ყველაზე ამაყი ადამიანი დედამიწაზე. ჩემს გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგახართ, ბოდიში და ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. მიყვარხართ,” – წერს გურამ კაშია.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და ჰოლანდიის "ვიტესის" კაპიტანმა, გურამ კაშიამ თავისი ფეისბუქის გვერდი მის მიმართ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის გამო წაშალა. ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა. სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ "ქართული მარშის" და სხვა ულტრანაციონალისტური ორგანიზაციების წევრები. მიზანმიმართულ კამპანიაში ჩართული იყო ასევე ღია ფაშისტური ორგანიზაცია " სოციალ-ნაციონალისტების" მხარდამჭერები.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics