02:26 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 19:11:12, 1266 ნახვა

საზოგადოება
ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს დილის ათი საათიდან, ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

მერიის ცნობით, საპირისპირო მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აღნიშნულ მონაკვეთზე აწარმოებს გზის რეაბილიტაციას - იგება ასფალტის საფარის ზედა ფენა. სამუშაოები 27 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დასრულდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics