01:00 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 12:28:48, 1473 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე მოსახლეობას ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტით შეცვლას სთავაზობს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ვარაზისხევის რეაბილიტაცია შესთავაზა და ქვაფენილთან დაკავშირებით საზოგადოების აზრით დაინტერესდა. 

„დღეის მდგომარეობით, არის ქვაფენილი, რომელიც ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის. მინდა უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის მაგივრად, თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი გაკეთდეს. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხოთ. მგონია, რომ ძალიან ხმაური და მტვერია, რაც პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ხალხს უქმნის პრობლემას.

ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ხალხს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი არ აქვს და შესაძლებელია როგორც საფეხმავლო ბილიკების გაფართოება, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაც.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics