06:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 14:35:29, 1137 ნახვა

სამართალი
საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან აქტიური და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საფრანგეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს ქალაქ პლურინ-ლე-მორლეს ჟანდარმერიის სამსახურმა ქართული წარმოშობის სავარაუდო დამნაშავის ვინაობის დადგენის მიზნით  მიმართა.

ფრანგი სამართალდამცველები 2017 წლის ივლისში ქალაქ ლამერში და 2018 წლის იანვარში ქალაქ პლუინოში ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებდნენ. ქურდობის ბრალდებით 1 პირი იძებნებოდა.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ბრიეკში, ადგილობრივი პოლიციის მიერ გადამოწმებულ იქნა სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაულების ჩამდენი საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ა.ჯ., რომელიც  გაყალბებული პერსონალური მონაცემებით და ყალბი დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობათ ფრანგ სამართალდამცველებს.

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის ქურდობის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა და  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

14 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქებში ჩადენილი რამდენიმე ქურდობის ბრალდებით დაკავებული ა.ჯ. საფრანგეთის სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics