06:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 16:06:21, 1369 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძას გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძას, ვანო ნაკაიძეს გამოკითხავს. 
ნაკაიძე საზღვარგარეთ ცხოვრობს და დახურულ ფორმატში, „სკაიპით“ მოუსმენენ.
საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ნაკაიძეს მისი დისშვილისგან შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შესახებ, ასევე შემდგომში განვითარებული მოვლენების თაობაზე.
„მნიშვნელოვანია კომისიას გამოკითხული ჰყავდეს საქმეში ფიგურანტი ყველა ადამიანი, ვისაც შესაძლოა ინფორმაცია ჰქონდეს, როგორც მომხდარი დანაშაულის შესახებ, ასევე შემდგომ განვითარებული მოვლენების თაობაზე. პარალელურ რეჟიმში კომისია ინტენსიურად მუშაობს საბოლოო დასკვის შემუშავებაზე. საბოლოო დასკვნაში ყველა ის ხარვეზი და ჩავარდნა აისახება, რაც პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა, გამოიკვეთება პასუხისმგებელი პირები და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, თუ რა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს მომხდართან დაკავშირებით და როგორ უნდა იმოქმედოს მომავალში პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics