22:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 13:15:08, 675 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მიშელაძე კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ საქმიანობას გაეცნო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „დარჩელის თხილის“  მეპაიეებს შეხვდა და კოოპერაციულ საწარმოში  თხილის ჩაბარების  პროცესს გაეცნო . 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი კოოპერატივია, რომელშიც გაერთიანებულია 500 -ზე მეტი მეპაიე. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებლი გადამუშავებული თხილის რეალიზაციის შედეგად მიიღონ.    
„კოოპერაციული საწარმოს საშრობი და გადამამუშავებელი დანადგარები სრულ მზადყოფნაშია სეზონის დასაწყებად. სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით   მეპაიიებს, სადაც განვიხილეთ კოოპერატივში არსებულ მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ აცხადებს სასოფლო-სამურნეო კოოპერატივ „დარჩელის თხილის“ თავმჯდომარე შალვა აგუმავა. 
კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში 2015 წლიდან საქმიანობს. კოოპერაციულ საწარმოში აქტიურად მიმდინარეობს თხილის მიღებისა და  შრობის  პროცესი. უკვე გადამუშავებული და  დასაწყობებულია 14 ტონამდე თხილი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics