06:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-13 13:34:39, 1229 ნახვა

სამართალი
„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“ - მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობზე

„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“, - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, მეუფე იაკობის მიერ გუშინ ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებებს.

რამიშვილი ადასტურებს, რომ მამა კახაბერს შეხვდა და ის ახლა მოუწოდებს სასულიერო პირს, რომ აღიაროს შეიცავდა თუ არა საუბარი მუქარას.

„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო და შეუძლია იაკობმა მეუფეებიც ნახოს, მეუფეებსაც დაელაპარაკოს, ერთ-ერთი არის მეუფე ანდრიას, რომელთანაც მქონდა კონტაქტი, დიახ, მქონდა მამა კახაბერთან მე ურთიერთობა, დიახ, მე მამა კახაბერს ვესაუბრებოდი. ეყოს ვაჟკაცობა ახლა მამა კახაბერს, გამობრძანდეს და თქვას, რა საკითხებზე ველაპარაკებოდი, რა შანტაჟზე იყო, თუ იყო, საერთოდ საუბარი“, -აღნიშნა ადვოკატმა. ადვოკატი ასევე, გამორიცხავს მეუფე იაკობის განცხადებას, თითქოს დეკანოზის საქმეში ბიზნესი ფიგურირებს. „რაც შეეხება ბიზნესმენსს, ეს არის მტკნარი სიცრუე.არანაირი ბიზნესი საქმეში არ არსებობს და თუ გავითვალისწინებთ, რომ მეუფე იაკობს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს სუს-ის მაღალჩინოსნებთან, ის თავისუფლად შეძლებდა, ეს ინფორმაცია მიეტანა სუს-ში მაღალჩინოსნებთან და აბსოლუტურად სხვანაირი რაკურსით წასულიყო გამოძიება და ეთანამშრომლა, თუ არსებობდა ამდაგვარი რაღაცა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics