|
2018-08-08 18:40:04, 1186 ნახვა
საზოგადოება
კათოლიკური ეკლესია ინაშვილს პასუხობს - ჩვენ საქართველოში სტუმრები არასდროს ვყოფილვართ
რვა რელიგიური გაერთიანების საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის თანასწორი საგადასახადო პირობების დაწესება, Facebook-ში პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა მცდარი ინფორმაციის შემცველი საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, - ამის შესახებ კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის დეპუტატის განცხადება ხელს უწყობს რელიგიური უმცირესობებისადმი უარყოფითი განწყობების გავრცელებას. "პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს მცდარ ინფორმაციას და ხელს უწყობს რელიგიური უმცირესობებისადმი უარყოფითი განწყობების გავრცელებას. რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა. შესაბამისად, რელიგიურმა გაერთიანებებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ უთანასწორო უფლებრივი მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით. სარჩელი მიზნად არ ისახავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობის უფლების წართმევას, რაც მკაფიოდ იყო განმარტებული როგორც სარჩელში, ისე ჩვენს განცხადებებში. ამ სარჩელის შეტანით კათოლიკე ეკლესიას საქართველოში როდი სურდა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედება, რომლის მიმართაც თავისი დიდი პატივისცემა არაერთხელ დაუდასტურებია მრავალგვარად. ვინც ოდნავ მაინც იცნობს საქართველოს წარსულს, მოეხსენება, რომ საუკუნეების განმავლობაში, არა ერთ გამოჩენილ კათოლიკე სასულიერო თუ საერო მოღვაწეს შეუტანია დიდი წვლილი საქართველოს კულტურულ, რელიგიურ და სოციალურ ცხოვრებაში. და განა შესაძლებელია უთხრა ბატონ თამარაშვილს, ბატონ ფალიაშვილს, ბატონ ზუბალაშვილებს და სხვათა და სხვათა, რომ ამ ქვეყანაში ისინი სტუმრები იყვნენ?! შეიძლება საქართველოს ნებისმიერ კათოლიკეს ჰკითხო დღეს, არის თუ არა იგი სტუმარი აქ? თუ თავად ამგვარი კითხვა იქნებოდა საბოდიშო? უთხრა, „სტუმარი ხარ ამ ქვეყანაში“, მგონია, რომ ძალზე შეურაცხმყოფელ ელფერს იძენს საქართველოს ყველა კათოლიკესათვის. ვერც ერთი სარწმუნოება ვერ იქნება სტუმარი ვერცერთ სახელმწიფოში! ვიმედოვნებთ რომ საქართველოს ყოველი მოქალაქის ძალისხმევის მიზანი, რომელ სარწმუნოებასაც არ უნდა მისდევდეს, კათოლიკე იქნება ის თუ არაკათოლიკე, მუდამ იქნება ყოველთა უფლებების დაცვაზე დამყარებული საზოგადოება (ამასთან დაკავშირებით სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით პოზიტიური ნიშანი მოგვცა, რომელსაც უნდა მივყვეთ და რომელმაც ყველა უნდა გაახაროს, ვინაიდან სამართლიანობა მშვიდობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია), ჩვენი სახელმწიფოს სიკეთისათვის, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა, კვლავაც რჩება ულამაზეს და უსაყვარლეს ქვეყნად ყველა ჩვენგანისათვის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, კათოლიკე ეკლესია საქართველოში სტუმარია. “კათოლიკური ეკლესია ჩვენთან სტუმარია, რომელსაც არც არავინ ავიწროებს, არც არავინ ებრძვის, არც ვინმე უშლის ხელს… ეს სტუმარი, ჯუზეპე პაზოტოს სახით, მართლმადიდებლურ ეკლესიას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და თხოვს იგივე უფლებებს, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს", - დაწერა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)