23:38 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 11:38:02, 406 ნახვა

საზოგადოება
თეიმურაზ მურღულია ორჰუსის ცენტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ქალაქ ვენაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით მიმდინარე ორჰუსის ცენტრების ყოველწლიური შეხვერდის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.

 გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ორჰუსის ცენტრების როლის ხაზგასმა  ”გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელებაში. ასევე, ორჰუსის კონვენციის  დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და ორჰუსის ცენტრების ხელშესაწყობად დამატებითი რესურსის მობილიზაციის საფუძვლის შექმნას.

თეიმურაზ მურღულიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობაზე, სსიპ გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის როლზე კონვენციის სამივე მიმართულებით განხორციელებასა და გარემოსდაცვითი განათლების კუთხით.  ასევე, ისაუბრა ამ მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე, სადაც ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების, მწვანე ბიზნესის ხელშეწყობისა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებს.

2002 წლიდან ეუთო მხარს უჭერს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის განხორციელებას, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ორჰუსის კონვენციის ცენტრების დაარსებას და ფუნქციონირებას. ეუთოს მხარდაჭერით საქართველოში ორჰუსის ცენტრი დაარსდა 2005 წელს, რომლის ბაზაზე 2013 წელს ჩამოყალიბდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. ამ ინიციატივის ფარგლებში, ეუთო თანამშრომლობს ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურებთან, წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ორჰუსის კონვენციის სამდივნოსთან. ამჟამად  ეუთოს მხარდაჭერით 14 ქვეყანაში მუშაობს  59 ორჰუსის ცენტრი.

აღნიშნულ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ერთად მიწვეული არიან კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირები, ორჰუსის ცენტრების წარმომადგენლები, ეუთოს და ევროპის ეკონომიკური კომისიის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics