|
2018-07-31 13:45:42, 568 ნახვა
საზოგადოება
მეფუტკრეობის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეფუტკრეობის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრმა სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა, სადაც ხაზი გაუსვა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე აღიარებისთვის გაწეული მუშაობის მნიშვნელობას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე დაშვება არის შესაძლებლობა, რომლის მაქსიმალური გამოყენებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული სამუშაოები გაერთიანებული სამინისტროს პირობებში, მდგრადი მართვის პრინციპებით, ეკოლოგიური ასპექტების მაქსიმალური გათვალისწინებით არის დაგეგმილი. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართული მეფუტკრეობის პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება. ლევან დავითაშვილმა შესაბამის სამსახურებს 2019 წელს, კანადაში, მონრეალში, საერთაშორისო გამოფენასა და კონგრესზე „აპიმონდია“ ქართული თაფლის წარდგენისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება დაავალა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე თაფლის წარმოების და ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკის, თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების, კოოპერაციის ფარგლებში პირველადი და გადამამუშავებელი წარმოების ხელშეწყობის, ფუტკრის ნიშან-თვისებებზე კლიმატის ცვლილებების გავლენის, დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში, ასევე ტყეში ფუტკრის ოჯახების განთავსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და მეფუტკრე ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ტრენინგების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, საქართველოში მზარდია ტენდენცია ფუტკრის ოჯახების მოშენებისა და თაფლის წარმოების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ბრენდირებული, შეფუთული თაფლი. რაც შეეხება ექსპორტს, პირველ ადგილზეა იაპონია, სადაც მთლიანი მოცულობის 47%-ია ექსპორტირებული. ექსპორტი ხორციელდება არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ყატარში, ბაჰრეინში, ერაყში, საუდის არაბეთში და სხვა.
(NS)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)