06:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 14:13:49, 1088 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-ივნისში, საქართველოში 5 000-მდე მშენებლობის ნებართვაა გაცემული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 4941 ნებართვაა გაცემული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, ნებართვები გაცემულია 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 4,8 პროცენტით აღემატება.

გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 46.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილითაა წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29.3 პროცენტი ქ. თბილისზე, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე:

2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics