03:17 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-28 18:49:58, 1331 ნახვა

სამართალი
პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა

სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა.

უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კოორდინატორი სამართალწარმოების პროცესის მონაწილე გახდა და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით.

„განხორციელებული საკანონდებლო ცვლილების შესაბამისად, სწორი პრაქტიკის დანერგვისა და კოორდინატორების პროფესიული მომზადების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიზნობრივი სასწავლო კურსები განხორციელდა. 3 დღიანი პროგრამის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული კოორდინატორების საქმიანობის სამართლებრივი, პრაქტიკული და ფსიქოლოგიური ასპექტები. მათ შორის, კოორდინატორების პირველი რეაგირება ინფორმაციის მიღების შემდგომ, მათი ფუნქცია-მოვალეობები, დაზარალებულთან/მოწმესთან ურთიერთობის სტანდარტები. ასევე, არასრულწლოვნებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური ასპექტები.

კოორდინატორების გადამზადების პარალელურად, სამუშაო შეხვედრა შედგა საქართველოს პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან, სადაც, საკანონდებლო ცვლილებების განხილვის პარალელურად, აქცენტი პროკურორებისა და კოორდინატორების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

კოორდინატორებმა, ახალი გამოწვევებისათვის მოსამზადებლად, უკვე გაიარეს სწავლება ოჯახური დანაშაულებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის მიმართულებებით. მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ეტაპობრივად ხორციელდება და ის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. კოორდინატორების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ)  მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics