|
2018-07-24 16:40:51, 572 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ამსტერდამში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამსტერდამში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შიდსისა და C ჰეპატიტის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალს დაესწრო. დავით სერგეენკო ღონისძიებაზე რამდენიმე მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება მიაპყრო საქართველოში შიდსის მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. დავით სერგეენკომ ხაზგასმით ტაღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება მიდგომა - „მკურნალობა ყველასათვის“, რომელსაც ორმაგი სარგებელი აქვს: ერთის მხრივ, უზრუნველყოფს დაავადებულთა მკურნალობას, მეორეს მხრივ ის აივ ინფიცირების პრევენციის საშუალებაა. „2015 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც გამოიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინი „მკურნალობა ყველასათვის“, საქართველოს შიდსის ცენტრმა განაახლა ეროვნული გაიდლაინი და პროგრამაში ჩართო ყველა აივ ინფიცირებული პირი, მიუხედავად მათი მდგომარეობის სიმძიმისა. შიდსის გლობალური მონიტორინგის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია დიაგნოსტირებული პირების 81%-ში მკურნალობით მოცვას“, - აღნიშნა დერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ის ახალი სერვისები გააცნო, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს- „ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა აივ ინფიცირებულთა გამოვლენა, ამიტომ 2015 წლიდან საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით გათვალისწინებული სწრაფი მარტივი ტესტირების ფარგლებში ხორციელდება აივ ინფექციის სკრინინგიც. 2018 წლიდან საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი გავრცელების რეგიონში (სამეგრელო) დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აივ ინფექციის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირებული სერვისის შეთავაზებას. პროექტი ხორციელდება პირველადი ჯანდაცვის დონეზე და უზრუნველყოფს სამი დაავადების გამოვლენისა და მართვის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევას. პროექტით მოსახლოების დიდი უმრავლესობა დაინტერესდა და დაიწყო აქტიური ჩართულობა. დღეისათვის პოპულაციის 1/3-მა ჩაიტარა C ჰეპატიტის სკრინინგი და გამოვლინდა 48 000 ინფიცირებული პირი, რომლებიც დაუყოვნებლად ჩაერთნენ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში. აღნიშნული პირები ელიმინაციის სამიზნე ჯგუფის 35%-ს შეადგენს. დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერისათვის და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ყველა ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გლობალური ფონდისა და გაეროს აივ ინფექციისა და შიდსის პროგრამების მხარდაჭერის გარეშე. მათთან სამომავლო თანამშრომლობა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზემოთ ხსენებული ღონისძიებების მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში დავით სერგეენკომ წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი საქართველოში შიდსთან და C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგია, განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
(NS)
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)