11:02 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 20:15:57, 980 ნახვა

საზოგადოება
ლიბანის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N17-19 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ველო და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური. ასევე, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა გარე განათება. შემოდგომაზე კი, აღნიშნულ სკვერში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება და ბალახი დაითესება.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  209 985   ლარი  გამოიყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics