04:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 17:33:36, 1275 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია „Iran Air“ ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის მიმართულებას ამატებს

19 ივლისიდან, ირანული ავიაკომპანია "Iran Air"ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს. რეისები 20 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანიამ 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყო. თბილისის მიმართულებით ფრენებს  "Iran Air" თეირანიდან ახორციელებს. 

ახალ მიმართულებაზე რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას 2018 წლის 16 ივლისს მიენიჭა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics