11:02 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 14:28:47, 546 ნახვა

საზოგადოება
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა დელეგაციის ხელმძღვანელს, სტეფან ბერნსს კომისიის მიერ საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისთვის. 

„მოგეხსენებათ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს არსებობის მცირე ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (NRC) მხარდაჭერით სწრაფად ვითარდება. უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ეფექტიანი თანამშრომლობა“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

როგორც სტეფან ბერნსმა განაცხადა, პროგრესულია საქართველოს მიერ  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგებიც თვალსაჩინოა. 

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო ინიციატივების და რეგულაციების შემუშავების კუთხით, რაც სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ახალ მისამართზე (ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის №200) გახსნილი ოფისი დაათვალიერეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics