09:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 17:15:09, 666 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკომ დაშავებული მეშახტეები მოინახულა - ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, მინდელის შახტაში მომხდარის შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში მოინახულა.

ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას 4 პაციენტი გადის.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კვლავ საყურადღებოა რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გეგმური ოპერაციული მკურნალობისთვის ამზადებენ.

გაუმჯობესებულია შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ბინაზე რამდენიმე დღეში გაწერენ.

ცნობისთვის, გუშინ, ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი. დაშავებულთაგან ერთი ბინაზე გუშინვე გაიწერა, ხოლო 5 მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში გადმოიყვანეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics