00:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 12:48:26, 837 ნახვა

კომენტარი
თადუმაძე: საჭიროა ნასამართლეობის ინსტიტუტის რეფორმა, რადგან რაც გვაქვს, საბჭოთა გადმონაშთია

„საჭიროა ნასამართლეობის ინსტიტუტის რეფორმა, რადგან რაც გვაქვს, არის საბჭოთა გადმონაშთი“, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის დანაშაულები, რომელთა გაუთვალისწინებლობაც არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ნასამართლეობის მოხსნა.

„რაც შეეხება „სისხლის სამართლის კოდექსს“, საჭიროა ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმა, რადგან რაც გვაქვს, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. არის დანაშაულები, რომლებზეც მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ნასამართლობის მოხსნა, არ შეიძლება ამ დანაშაულების გაუთვალისწინებლობა სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგალითად, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო გამოცდილება არის ასეთი - პედოფილიაში მსჯავრდებული პირი 30 წლის შემდეგ არ შეიძლება აიყვანონ აღმზრდელად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მას ნასამართლობა გასული აქვს, გარკვეულად ნდობის ხარისხსაც და რისკებს შეიცავს. „სისხლის სამართლის კოდექსში“ ამ მიმართულებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics