22:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 18:53:43, 1345 ნახვა

სამართალი
გახარია: თუ შსს-ს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება, უწყების რიგებს ავტომატურად დატოვებს

„თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი, ის ავტომატურად დატოვებს შსს-ს რიგებს“, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

გახარიას თქმით, პოლიციელი რომელიც იქნება დადასტურებულად დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში, უმკაცრესად იქნება დასჯილი.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, როგორც მაგალითი, რომ ხშირად იყო პრეტენზია,  ზოგ შემთხვევაში დასაბუთებული საყვედური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როდესაც საქმე ეხებოდა ოჯახში ძალადობას და იყო აზრი, რომ სისტემა ოჯახში მოძალადე პოლიციელებს აფარებს ხელს. 12 ივლისს ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსია შემდეგი, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი, ის ავტომატურად დატოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს. ამით ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ქვეყანას და მოქალაქეს, ჩვენ ბოლომდე დავუდგებით გვერდით, ხოლო პოლიციელი რომელიც იქნება დადასტურებულად დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში- ჩვენ ვიქნებით პირველები ვინც მის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს.

იმედი მაქვს, რომ ამ გზით და პირველ რიგში გენერალური ინსპექციის ეფექტური მუშაობის გზით ჩვენ შევძლებთ ნდობის აღდგენას და გაღრმავებას მოქალაქეებსა და პოლიციას შორის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics