|
2015-06-02 11:39:06, 533 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ავიაციის გამოყენებით ახორციელებს
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ავიაციის გამოყენებით ახორციელებს. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ფოთლის მღრღნელი მავნებლები გასულ წელს შეიმჩნეოდა, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოკვლევის შედეგად დაზუსტდა მავნებლის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ფართობები. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 339 ჰექტარი, რომელიც დუშეთისა და მჭადიჯვრის სიახლოვეს მდებარეობს, ხოლო, ქვემო ქართლში 342 ჰექტარი ფოლადაურისა და კაზრეთის სატყეოებში. უწყების ცნობით, ავიაციით ტყეების დამუშავება მოხდება დილის (გათენებისას, მზის ამოსვლამდე) და საღამოს საათებში და ამ პერიოდისთვის რეკომენდირებულია ფუტკრის ფრენის შეზღუდვა. „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გამაფრთხილებელ განცხადებებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით გაავრცელებს, ხოლო შეწამვლის პროცესი სპეციალსიტების ზედამხედველობით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ შერჩეული პრეპარატი - ლეპიდოციდი სკ-მ წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს, რომელიც ტყის ჯიშებთან ერთად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, დეკორატიული მცენარეები და სხვ) დამუშავებისთვისაც და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს - არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისათვის, თევზებისათვის, ფუტკრებისათვის და სასარგებლო მწერებისათვის მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)