|
2018-07-12 16:17:01, 595 ნახვა
საზოგადოება
ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. „ქვეშეთი-კობის გზაზე, დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. პირველ ლოტზე, რომელიც 10 კმ-იან გზას და 9 კმ-იან გვირაბს მოიცავს, ტენდერი 11 ივლისს გამოცხადდა და წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 29 აგვისტოა. ხოლო რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, ტენდერი მიმდინარე წლის 1 ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 ივლისს დასრულდება. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემა და მგზავრობა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი. სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება. სამშენებლო სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)